
დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება. მინისტრმა ბაღდათში მოცვის ბაღი და საწარმო დაათვალიერა. შეხვედრა გამართა ფერმერებთან. მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრა რეგიონულ სამსახურებთანაც. ის პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად, მოცვის ბაღები იზრდება და ციფრებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წელთან შედარებით, 30%-ით არის გაზრდილი წელს მოცვის მოსავალი. ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქციაა, ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხილი და სხვა კულტურებთან ერთად, მოცვის ბაღებიც იყო მხარდაჭერილი. ადგილზე გავეცანით ფერმერებთან ერთად, თუ რა საჭიროებები არსებობს, რაში სჭირდებათ მხარდაჭერა სამინისტროს მხრიდან ჩვენი პროგრამებით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს დარგი," - აცხადებს დავით სონღულაშვილი.