ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში საველე სამუშაოები მიმდინარეობს.
მოქმედების არეალი 20 000 ჰექტარს მოიცავს. საუბარია ოთხი სოფლის ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტისა და სხვა ბუნებრივი ფასეულობების შესწავლაზე.
ქვეყანაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას არაერთი დადებითი შედეგი უნდა მოჰყვეს, მათ შორის არის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რეგიონში ეკოტურიზმის განვითარება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავალი.