საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 14,5 პროცენტით გაიზარდა და 56 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. მისი მოცულობა 20,7 მილიარდით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,6 პროცენტით მეტია.