20 აგვისტო 2026,   22:59
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - "ლელომ" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე პირველი მინიშნება გააკეთა

დუმილი დარღვეულია. 4 ოქტომბრამდე, 4 თვით ადრე, "ლელომ" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე პირველი მინიშნება გააკეთა. გუნდი, რომელიც დღემდე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებდა, ახლა აღიარებს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა არ სურს. პირველი ირაკლი კუპრაძეა, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის გენერალური მდივანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ წარსული გამოცდილება "ლელოს" ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

კუპრაძის ამ პოზიციის შემდეგ, მკაფიო განცხადებებს ერიდებიან "ლელოს" სხვა ლიდერები. "ძლიერ საქართველოში" ამტკიცებენ, რომ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს ოპოზიციის გახლეჩის მცდელობაში ადანაშაულებენ ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები". გვარამია-მელიას პარტიაში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მათთვის წითელი ხაზია. უფრო მწვავე იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე.

კოპალეიშვილის შემდეგ იყო ნიკა გვარამია, რომელმაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს დღის ბოლოს სოციალური ქსელით მიმართა. კოალიცია "ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ან ბოიკოტის არგუმენტი, არც აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება უნდა იყოს.

საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბარიერგადალახული პარტიების რეიტინგი მინიმუმამდეა დაცემული, პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად კი ოპონენტები, უცხოელი დამფინანსებლების დირექტივებს ელოდებიან.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიციას ცოტა დრო რჩება. მერებსა და საკრებულოების წევრებს, ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, 4 ოქტომბერს აირჩევენ.

დღის ამბები