რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის. სირაგანის სასახლეში შეხვედრას დელეგაციებთან ერთად ესწრება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
კიევის 14 კაციან შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის დელეგაციას კი პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი.
მოსკოვმა უკრაინისგან ომის შეწყვეტის მემორანდუმის პროექტი მიიღო. პირობებს შორისაა ცეცხლის შეწყვეტა, ოკუპირებული ტერიტორიების
არაღიარება და უსაფრთხოების გარანტიები.