20 ივნისი 2026,   17:11
ვრცლად
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულები

თურქეთში, მუღლა-აიდინის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

მედიის ცნობით, კომერციული ავტომობილი საგზაო ნიშნის ბოძს შეეჯახა. დარტყმის სიძლიერისგან, ავტომობილი ორად გადატყდა. ავარიის დეტალები ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი ავტომობილს მძღოლია.

დღის ამბები