20 ივნისი 2026,   17:11
ვრცლად
მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. დათვლილია ოქმების თითქმის ასი პროცენტი. მემარჯვენე-კონსერვატიულ პარტიას "კანონი და სამართალი", რომელსაც ნავროცკი წარმოადგენს, ხმების თითქმის 51 პროცენტი აქვს.

მმართველ ლიბერალურ-კონსერვატიულ „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატს, ვარშავის მოქმედ მერს, რაფალ ტშას-კოვსკის კი 49. უბნების დახურვის შემდეგ, გამოქვეყნებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგები ტშასკოვსკის გამარჯვებას აჩვენებდა, თუმცა გვიან ღამით გამოქვეყნებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებით, მონაცემები შეიცვალა.

დღის ამბები