20 ივნისი 2026,   17:13
ვრცლად
აშშ-ში ღია ცის ქვეშ გამართულ ბაზრობაზე მამაკაცმა შეკრებილებს ცეცხლი წაუკიდა - FBI-ის განცხადებით "სავარაუდო ტერორისტული აქტი" მოხდა

აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში, ღია ცის ქვეშ გამართულ ბაზრობაზე მამაკაცმა შეკრებილებს ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

FBI-ი აცხადებს, რომ “სავარაუდო ტერორისტული აქტი“ მოხდა ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი ღონისძიების დროს, რომელიც ყოველკვირეულად იმართება.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი, 45 წლის მოჰამედ საბრი სოლიმანი, ეგვიპტის მოქალაქეა, რომლის ვიზაც 2023 წელს ამოიწურა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, სოლიმანმა მომიტინგეების წინააღმდეგ “მოლოტოვის კოქტეილები” და ხელნაკეთი ცეცხლმტყორცნები გამოიყენა და ყვიროდა - “გაათავისუფლეთ პალესტინა“. ის ამჟამად დაკავებულია.

მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადამიანები დაზარალებულებს დახმარებას.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინციდენტს “საშინელი ანტისემიტური ტერორისტულ თავდასხმა“ უწოდა.

დღის ამბები