ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა მწერალთა სახლში. მოეწყო თემატური გამოფენა და შეხვედრა საბავშვო მწერლებთან. საღამო კი ანიმაციური ფილმების ჩვენებით დასრულდება. ღონისძიება მწერალთა სახლში დილიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.