26 აგვისტო 2026,   13:14
ვრცლად
რეფორმებმა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა გადამწყვეტი როლი ითამაშა მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურ განვითარებაში - ნათია თურნავა

"ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები, მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“ - ეროვნული ბანკის მხარდაჭერით და მიკროსაფინანსო ცენტრ "ემ-ეფ-სის" ორგანიზებით, თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

“რეფორმებმა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა გადამწყვეტი როლი ითამაშა მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურ განვითარებაში. შედეგად დამკვიდრდა მოქნილი პასუხისმგებლიანი საფინანსო მოდელი, რომელმაც გაუძლო სერიოზულ გამოწვევებს. საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი დღეს დივერსიფიცირებული რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებული სექტორია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სტრუქტურული ერთეულით და 2 მილიარდ ლარამდე აქტივებით არის წარმოდგენილი. ის წარმოადგენს ფინანსური მომსახურების მნიშვნელოვან მიმწოდებელს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ნაკლებად მისაწვდომია“, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. 

დღის ამბები