თეა ახვლედიანმა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული ბიუროს დირექტორთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ივანა ჟივკოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გაერო-ს როლს.
მან ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტებზე, მიზნებსა და ამოცანებზე.