31 აგვისტო 2026,   20:04
ვრცლად
2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8% შეადგინა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8% შეადგინა. 

უწყების ცნობით, პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.

2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

 

დღის ამბები