31 აგვისტო 2026,   20:05
ვრცლად
ე.წ. კონკა განახლებული სახით ბრუნდება - მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქორწინო სივრცეები განახლდება

მთელი ქვეყნის მასშტაბით საქორწინო სივრცეები განახლდება. ქორწინების თანამედროვე სახლები მოეწყობა კახეთში. თელავში მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, სიღნაღის ქორწინების სახლში კი რეაბილიტაციის პროცესი იწყება. სრულიად ახალი სივრცე მომსახურება წყვილებს მცხეთასა და ბათუმშიც.

აქტიურ ფაზაშია თბილისში, ისტორიული ქორწინების სახლის, ე.წ. კონკას რეაბილიტაცია. ავარიული ნაგებობა ახლით ჩანაცვლება. შენობას ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობაა. მთავარი მიზანი, წყვილებისთვის კომფორტული და მიმზიდველი გარემოს შექმნაა.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქორწინების ახალი სახლების არქიტექტურას. მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა საერთაშორისო აღიარება უკვე ორ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა. "ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა" და "კონცეპტუალური დიზაინი" - ამ ნომინაციებში, ქართველი არქიტექტორის ნამუშევარი რომისა და იაპონიის დიზაინის კონკურსებზე გამოარჩიეს.

მესტიის ქორწინების სახლის პროექტი სვანეთის უნიკალური ბუნებრივი გარემოსა და ადგილობრივ იდენტობის გათვალისწინებით მომზადდა.

იუსტიციის სახლში ქორწინების რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. საქართველოს მასშტაბით, ქორწინების 6 სახლი და 28 სივრცე ფუნქციონირებს. სულ მალე, წყვილებს ახლი და განსაკუთრებული ინტერიერის მქონე სივრცეებით სარგებლობა შეეძლებათ.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები