შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში - სპეციალურად სტუდენტებისთვის შექმნილმა საერთაშორისო ბანაკმა მუშაობა დაასრულა.
მონაწილეებმა ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე მიიღეს. გაიარეს პრაქტიკული და ჯგუფური სამუშაოები.
წელს, საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობა ექვსი ქვეყნიდან 60-მა სტუდენტმა მიიღო. ახალგაზრდები უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოვიდნენ.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატებიც. "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში" ამბობენ, რომ ბანაკის მიზანი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარების განვითარებაა.
"ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო" როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებს 2023 წლიდან მართავს. ამ პერიოდის განმავლობაში, მონაწილეობა 700-მდე ახალგაზრდამ მიიღო.