01 სექტემბერი 2026,   01:39
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - დღეს ოთხ საქალაქო სასამართლოში 10-მდე პირის საქმე განიხილება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს 10-მდე პირის საქმე განიხილება თბილისის, სენაკის, რუსთავის და საგარეჯოს სასამართლოებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა მიხეილ ტოტიკაშვილის პროცესი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

"ბატონმა მიხეილ ტოტიკაშვილმა, სოციალურ ქსელ Instagram-ის მეშვეობით, შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ლუკა ჭაფოძეს, რასთან დაკავშირებითაც, ბატონმა ლუკამ მიმართა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს განცხადებით. დღეს სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე, ჩატარდა სხდომა, რომელსაც ესწრებოდა უშუალოდ სამართალდამრღვევი პირი, რომელმაც აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობით, ხოლო აღნიშნული პირის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა", - განაცხადა შსს-ს იურისტმა სალომე ქირიამ. 

დღის ამბები