აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ თავის განცხადებაში, ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანულ სამიზნეებზე განხორციელებულ დარტყმებს "შეზღუდული, ზუსტი მოქმედება" უწოდა. მათი განმარტებით, სამიზნე იყო "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) საზღვაო დანაღმვის ჯგუფები, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ.
"ირანმა საფრთხე შექმნა და აშშ-ის სამხედროებმა ის გაანეიტრალეს, რათა დაეცვათ მეზღვაურები, კომერციული გადაზიდვები და საქონლის თავისუფალი მოძრაობა მთელ მსოფლიოში", - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.