31 აგვისტო 2026,   13:01
ვრცლად
ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას - შალვა პაპუაშვილი

ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან [მამუკა მდინარაძემ] ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მამუკა მდინარაძემ გულწრფელად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც მიიღო თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების გადაწყვეტილება. 

"მან [მამუკა მდინარაძემ] თავად ისაუბრა მიზეზებზე, რატომაც მიიღო გადაწყვეტილება. თავად გამორიცხა სხვა ინსინუაციები, რაც შეიძლება მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი ძალიან ღია და გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა, რომელზეც, ვინც იქ იყო, ყველა ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა, მისგან პირადად მიეღო მისი გადაწყვეტილების ახსნა. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ. არასდროს იქნებოდა ადრე, ან გვიან. გადაწყვეტილებები მიიღება მაშინ, როდესაც მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს. ადამიანი გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მასში მომწიფებულია და ამიტომ გარედან ამას ვერავინ შეამჩნევს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები