31 აგვისტო 2026,   21:04
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულის პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს

რამდენიმე წუთში, საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულის პროცესი უნდა დაიწყოს. იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და პატიმრობას მოითხოვს.

ბლოგერის მეგობარი ქალი, სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურამ კადრები გამოაქვეყნა. ცნობილია ქიმიური ექსპერტიზის შედეგიც.

გამოძიების ინფორმაციით, 23 აგვისტოს, ბუავასთან მისულ უკრაინის მოქალაქე ქალს თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", რომელიც მან ბუავასთან ერთად მოიხმარა. ბუავამ, ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად, ალკოჰოლიც მიღო, რასაც ექსპერტიზაც ადასტურებს.

ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ დიღომში მდებარე სახლს ბრალდებული ქალი დილის 9:43 საათზე ტოვებს.

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე, კიდევ ორი პირია დაკავებული. საუბარია ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო გამსაღებლებზე, რომელთაგან ერთ-ერთმა ბუავას მეგობარს ნარკოტიკი გადასცა.

დღის ამბები