20 აგვისტო 2026,   15:33
ვრცლად
გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება გრძელდება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება გრძელდება. საუბარია იმ პირებზე, რომელთაც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვიანი ვადით გაწვევის სურვილი თავად გამოთქვეს.

სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ, ახალგაზრდები 8 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან, სამხედრო ფიცს დადებენ და საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ. დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარია. ამ თანხას კიდევ 30% დაემატება, რადგან ახალგაზრდები სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ.

დღის ამბები