26 აგვისტო 2026,   18:43
ვრცლად
განათლების მინისტრი - მსურს მივულოცო ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეს არის დღე, რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს და ჩვენი ისტორიის უდიდესი მონაპოვარია

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეებთან ერთად უკვე იკრიბებიან მინისტრებიც, რომლებიც საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან. უკვე ადგილზეა
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"პირველ რიგში, მსურს მივულოცო ყველა ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეს არის დღე, რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს და ჩვენი ისტორიის უდიდესი მონაპოვარია. მსურს, მათ შორის მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციისა თუ ოკუპაციის გამო, საქართველოში არ არიან, ასევე მინდა მივულოცო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მაცხოვრებელ ქართველებს დღევანდელი დღე,"- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

დღის ამბები