მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დღეს ისევ სტამბოლია, სადაც რამდენიმე საათში მოლაპარაკება უნდა დაიწყოს.
სამმხრივი შეხვედრა, რომელიც გუშინ ვერ შედგა, დღეს გაიმართება. დოლმა ბაჰჩეს სასახლეში რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციები უნდა შეიკრიბონ.
სტამბოლშია ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომელიც მოლაპარაკებას დააკვირდება.
რუსულ დელეგაციას პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, უკრაინულ მხარეს კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.