21 ივნისი 2026,   18:53
ვრცლად
ლეო XIV - ისტორიაში პირველად, პაპი ამერიკელია

ვინ არის ახალი პაპი - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ ვატიკანია, სადაც კათოლიკური ეკლესიის ახალ წინამძღოლად 69 წლის რობერტ ფრანცის პრევო აირჩიეს, რომელიც, ლეო XIV-ის სახელით, 267-ე პაპი გახდა. ისტორიაში პირველად, პაპი ამერიკელია. ის ჩიკაგოში დაიბადა.

ახლა ყველა ელოდება, რა იქნება მისი პირველი ნაბიჯები და როგორი იქნება მისი მმართველობის სტილი.

მედია წერს, რომ მისი ჰობია ტენისი, უყვარს ლიტერატურა, ხშირად გამოდის სამშვიდობო ინიციატივებით. იცის 4 ენა - საუბრობს ინგლისურად, ესპანურად, იტალიურად და ფრანგულად.

მედია აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ პირველი გამოსვლისას პაპმა შეკრებილებს იტალიურად და ესპანურად მიმართა, მაგრამ არა მშობლიურ, ინგლისურ ენაზე.

დღის ამბები