ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიას ელოდებიან საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე. განხილვის თემა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აღნიშნული პირების უფლებების შელახვაა.
შეგახსენებთ, სწორედ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე აქვს მიხეილ სააკაშვილს შეფარდებული 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში დღეს 11 საათისთვის დაიწყება. მმართველ პარტიაში მსგავსი საკითხების საჯაროდ განხილვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ, ოპოზიცია კი მიმდინარე პროცესს შურისძიებად აფასებს.