რუსეთმა გვიან ღამით ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა. ოკუპანტმა დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე განახორციელა.
დაშავდა 46 ადამიანი, მათ შორის 11 წლის მოზარდი.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი შეგნებულად ურტყამს საცხოვრებელ სახლებს ისეთ დროს, როცა ადამიანები სახლში არიან და შვილების დასაძინებლად ემზადებიან.
"ვიდრე მსოფლიო გადაწყვეტილებების მიღებას ყოყმანობს, უკრაინაში თითქმის ყოველი ღამე საშინელებად იქცევა. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, რომლებიც მშვიდობისკენ ისწრაფვიან. მხოლოდ ძალა და სანქციები შეაჩერებს რუსეთს", - განაცხადა ზელენსკიმ.