26 აგვისტო 2026,   13:33
ვრცლად
"ომში მყოფი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივის განხილვა ყოველთვის არის ძალიან რთული რამ ყველასთვის" - გრიგოლ გეგელია

ოპოზიცია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სადაც დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.

"ქართული ოცნების" მიერ წლების განმავლობაში ჩაგდებულმა პოლიტიკამ შედეგად მოგცა ის, რომ საქართველოს საკითხი არის ნაკლებად რელევანტური, მათ შორის, სამხედრო ალიანსის კონტექსტშიც. NATO თვითონ აცხადებს ძალიან მკაფიოდ, რომ ფანჯარა ჯერ კიდევ არსებობს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და თუ ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ ამ ალიანსში და მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაც ამ ალიანსში ყოფნა გულისხმობს, უნდა გადავდგათ შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები, რაც, პირველ რიგში, არის ხელისუფლების შეცვლა.

ანგარიშში საუბარია ძალიან მკაფიოდ უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობების ქონაზე, რაც ასე არის პრაქტიკაში. სხვა მოსალოდნელი ბუნებრივია არაფერი არ არის, ვიდრე ომი მიმდინარეობს, რადგანაც ომში მყოფი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივის განხილვა ყოველთვის არის ძალიან რთული რამ ყველასთვის," - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები