"არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები დღეს არიან სიძულვილის გაღვივებისა და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობის მთავარი წყაროები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღემდე არცერთ დონორ ორგანიზაციას არ გაუკეთებია განცხადება 9 აპრილის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და არ გამიჯვნიან მიმდინარე პროცესს.
"შეგახსენებთ, რა გვაკადრეს დონორებმა და მათმა NGO-ბმა 9 აპრილს, როდესაც გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, მოქალაქეებს, ვისაც სურდა მისულიყო და პატივი მიეგო 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას.
დღემდე, არცერთი დონორი არ გამიჯვნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე NGO, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახლთან მივარდნა მაშინ, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო. მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ასე შემდეგ, სხვადასხვა NGO წარმომადგენლის მხრიდან.
კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ არცერთ დონორს, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებენ, არაფრად არ აგდებენ ქართულ საზოგადოებას, არ აგდებენ იმის ღირსად, რომ ის მაინც თქვან - მიუღებელია, არ შეიძლება, არასწორია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.