21 ივნისი 2026,   20:52
ვრცლად
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს, კირილ დმიტრიევს შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, ამერიკა რუსეთის მოლაპარაკებები სასტუმრო "გრანდ-ევროპაში“ გაიმართა.

ერთ-ერთ "ტელეგრამ" არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გამოვიდა დმიტრიევი სასტუმროდან უიტკოფის გასაცილებლად.

გამოცემა "აქსიოსის" ინფორმაციით, უიტკოფი რუსეთში, სავარაუდოდ, პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი დღეს სანქტ-პეტერბურგში იმყოფება.

დღის ამბები