27 აგვისტო 2026,   12:50
ვრცლად
მარაზმში არიან, უნდა ეთქვათ რაღაც არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩემი განცხადება გამოდიოდა ტყუილი და სააკაშვილმა რომ ცეცხლი გახსნა ეს ტყუილია, იმიტომ, რომ ისედაც ვიცოდითო - მამუკა მდინარაძე  "ფაქტ ჩეკზე"

მანიპულაციად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ფაქტ ჩეკის" განცხადებას.

ორგანიზაციამ დაწერა, რომ ტყუილია მამუკა მდინარაძის განცხადება, სადაც მდინარაძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება სააკაშვილმა გასცა.

როგორც პასუხად მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, "ფაქტ ჩეკი" სიცრუედ აფასებს არსებულ ფაქტებს და მანიპულაციას ცდილობს.

"ტყუილი დაარქვა იმას, რაც თურმე ისედაც ვიცოდით. დაიმახსოვრეთ რაც ისედაც იცით, იმას თუ დაიმახსოვრებთ, ტყუილია "ფაქტ ჩეკის" აზრით. ანუ თუ ისედაც ვიცით, რომ "ფაქტ ჩეკი" არის "ნაცების" და აგენტურული სააგენტო, ეს ხომ ისედაც ვიცოდით და ტყუილიაო გეტყვიან, ამიტომ ვაღიარებ ტყუილს, რომ "ფაქტ ჩეკი" არის "ნაცების" სააგენტო, იმიტომ, რომ ეს ისედაც ვიცოდით.

ასეთ მარაზმში არიან გახლართულები და წარმოუდგენელ მანიპულაციებზე მიდიან, რომლის მიხედვითაც, თავისივე მანიპულაციურ, ალოგიკურ ლოგიკაში იხლართებიან. წარმოუდგენელია, როგორ უნდა გეშინოდეს პატრონის, დამფინანსებლის. უნდა ეთქვათ რაღაც არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩემი განცხადება გამოდიოდა ტყუილი და ისედაც ვიცოდითო - სააკაშვილმა რომ ცეცხლი გახსნა ეს ტყუილია, იმიტომ, რომ ისედაც ვიცოდითო", - განაცხად მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები