აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და აჭარის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
თამაზაშვილის განმარტებით, მათ უკვე გაიარეს მიმდინარე საკითხები, პრობლემები და დასახეს გეგმები.
"მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს და ბატონ პრეზიდენტს, უმაღლეს საბჭოს, ბატონ დათოს მეთაურობით შესაძლებლობისთვის. ჩვენ უკვე გვქონდა კომიტეტები, გავიარეთ მიმდინარე საკითხები, პრობლემები და დავსახეთ გეგმები. ვიმედოვნებ, რომ გუნდთან ერთად, რეგიონისთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.