საქართველოში ამოქმედდა „კერძო კოპირების“ სისტემა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ფიზიკური პირები პირადი მოხმარებისთვის მუსიკას ასრულებენ, ავტორებსა და შემსრულებლებს შესაბამისი კომპენსაცია ეკუთვნით. ეს მოდელი მოქმედებს ევროპის უმეტეს ქვეყნებში და ახლა უკვე საქართველოშიც გახდა რეგულაციის ნაწილი.
„კერძო კოპირების“ დანერგვამ ქართულ სახელოვნებო სფეროზე დადებითი გავლენა იქონია – ავტორებმა და შემსრულებლებმა ჰონორარების მნიშვნელოვანი ზრდა მალევე შეამჩნიეს. ცვლილებს განსაკუთრებით დადებითად ეხმაურებიან ქართველი ხელოვანებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგულაციის მნიშვნელობას.
“როდესაც IPOA-ს პლატფორმაზე გავერთიანდით ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო კეთილსინდისიერება და ხელოვანთა დაფასება. ამიტომ შეიქმნა ეს ასოციაციაც. უკვე ერთი წელი გავიდა აკრედიტაციის კონკურსიდან და არ შემიძლია არ ვთქვა, როგორ დაფასებულად ვგრძნობთ თავს. თურმე ჩვენი შემოქმედება ვიღაცისთვის მართლა მნიშვნელოვანია და ჩვენივე ინტელექტუალური საკუთრების შედეგად მიღებული ჰონორარით შეგვიძლია ახალი იდეების დაფინანსება, ახლის შექმნა და ხელოვნებაში დარჩენა. ერთი წლის ფონზე უამრავი რამ გაკეთდა ჩვენს სფეროში. ჰონორარები საგრძნობლად გაიზარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ხელოვანისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სწორედაც, რომ საავტორო უფლებების ასოციაციიდან მიღებული ჰონორარია. მადლობა კიდევ ერთხელ იპოას იმ შრომისთვის, რაც საქართელოს ბაზარზე გასწიეს და ახლა უკვე აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო მიმართულებით. აქვე, აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ამ ცვლილებას, რასაც შესაძლოა მათი გადასახადების ზრდა მოჰყვა მაგრამ შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამით ძალიან დიდ სოციალურ პასუხმგებლობას იჩენენ ხელოვნების და კულტურის სფეროს მიმართულებით და თითოეული თეთრი, რომელსაც იმპორტიორები იხდიან ხმარდება ისევ კულტურის სფეროს განვითრებასა და ხელოვანი ხალხის ჰონორარებს. “ - კახა ცაბაძე, IPOA-ს წევრი
(R)