26 აგვისტო 2026,   18:04
ვრცლად
"ვინ დაიჯერებს, რომ ბალტიისპირა სახელმწიფოების ჩინოვნიკებს აღელვებს ქართველი ხალხის ბედი ეს არის საკუთარი ტყავის გაფრთხილების მცდელობა" - გიორგი სოსიაშვილი

ოპოზიცია ბალტიისპირეთში შეხვედრებს აგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამჯერად ესტონეთში იმყოფებიან. "ქართული ოცნება" ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან წამოსულ სანქციებს, ოპოზიციის შეხვედრებს უკავშირებს.

"ვინ დაიჯერებს, რომ ბალტიისპირა სახელმწიფოების ჩინოვნიკებს აღელვებს ქართველი ხალხის ბედი და ჩვენთან იქნება თუ არა მშვიდობა. ეს ხომ აბსურდია, ეს არის საკუთარი ტყავის გაფრთხილების და ცეცხლის ხაზის გადმოტანის ერთგვარი მცდელობა. რაც შეეხება ჩვენი ოპოზიციის წინ და უკან სირბილს, სამარცხვინოა, რომ ეს რადიკალი ძალები შულავერის კომიტეტის წევრთა შთამომავლები, ასე დაძრწიან რათა ქვეყანაში შემოიტანონ გარედან ფული. დღეს ესტონეთში არიან, ხვალ სადაც დაუძახებს ეს "დიფ სთეითის" წარმომადგენლობა იქ, რომ როგორღაც არეულობა დაატრიალონ და უბედურებაში გაგვხვიონ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გიორგი სოსიაშვილი.

დღის ამბები