26 აგვისტო 2026,   12:39
ვრცლად
"მოვა დრო და ეს ყველა სანქცია გაუქმდება... არის მცდელობა, რომ როგორმე საქართველოს თავს მოახვიონ ომი, რადგან თვითონ გადარჩნენ, ამას ისტორია თავის საკადრის პასუხს გასცემს" - პაატა სალია

ოპოზიცია ბალტიისპირეთში შეხვედრებს აგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამჯერად ესტონეთში იმყოფებიან. "ქართული ოცნება" ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან წამოსულ სანქციებს, ოპოზიციის შეხვედრებს უკავშირებს.

მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბალტიისპირეთის სანქციების უკან ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მოქმედებებია:

"ამ ძალებს აღარ დარჩათ სხვა არანაირი რესურსი გარდა იმისა, რომ ირბინონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კორიდორებში, გამოიჭირონ სხვადასხვა დეპუტატები და სთხოვონ მათ, რომ როგორმე საქართველოზე ცუდი ათქმევინონ. ეს არის მათი ამოცანა. ახლაც ვნახეთ რომ წასულები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იქიდან მოდის რაღაც გაურკვეველი სანქციები. საფუძვლად ერთ-ერთ შემთხვევაში ყველაზე აბსურდული რაც იყო ლაშა ტალახაძის მიმართ, რომელსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს - ამბობენ, რომ ის გამოირჩევა აგრესიულობით. აი ასეთ წარმოუდგენელ აბსურდში ვართ უკვე ამ ბოლო პერიოდში, რაც მიუთითებს იმაზე რომ განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში მათი სახელმწიფოს წარმომადგენლები სხვა პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ და ვერ აღიქვამენ რეალურად თუ რა ხდება მსოფლიოში. მოვა დრო და ეს ყველა სანქცია ისეთივე სიმარტივით გაუქმდება, როგორც იქნა გავრცელებული. არის ასეთი მცდელობა, რომ ჩვენკენ გადმოიტანონ ყურადღება, როგორმე საქართველოს თავს მოახვიონ ომი იმისათვის, რომ თვითონ გადარჩნენ. ეს მათი მხრიდან უღირსი ნაბიჯია და ამას ისტორია თავის საკადრის პასუხს გასცემს,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია.

დღის ამბები