ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების მორიგ შეხვედრამდე 3 დღე რჩება. თეთრი სახლის სკანდალური შეხვედრის შემდეგ, აუდიენცია საუდის არაბეთში გაიმართება.
ამერიკული და უკრაინული მხარეები რუსეთის ომის დასრულებაზე ისაუბრებენ. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან გამკლავება უფრო უჭირს და საბოლოო შეთანხმების მიღწევის კუთხით, შესაძლოა, უფრო ადვილი რუსეთთან ურთიერთობა იყოს.