500-დან 1500 ლარამდე სტიპენდია გადაეცა 64 სტუდენტს. ახალგაზრდების დაფინანსება "მწვანე და აგრო-სტიპენდიების" პროგრამის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ატარებს.
პროგრამის მიზანი გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და სტუდენტების წახალისებაა.