22 ივნისი 2026,   03:06
ვრცლად
"ჰამასმა" ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა. საპასუხოდ,  ისრაელმა კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა შეაჩერა.

საინფორმაციო სააგენტო "ფრანც პრესის" ცნობით, მხარეებს შორის შეტაკებები განახლდა.

ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უოტკოფმა, მხარეებს შესთავაზა რამადანის და პასექის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივება, რასაც ისრაელი დაეთანხმა, "ჰამასმა" კი უარყო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ თუ "ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას დათანხმდება, ისრაელი დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს.

დღის ამბები