13 აგვისტო 2026,   21:28
ვრცლად
გურიაში ცენტრალური საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

გურიაში ცენტრალური საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა გადასული, რის შემდეგაც შიდა საუბნო გზების გასუფთავება დაიწყება. პარალელურად, სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს მინი შტაბებიც, სადაც მოსახლეობა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს იღებს.

ამ დროისათვის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე 110, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 171 აბონენტი რჩება. სრულად აღდგა წყალმომარაგება.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სპეციალური კომისია მიყენებული ზარალის დათვლას დაიწყებს. გურიაში რჩებიან გეოლოგები და ჰიდროლოგები.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, გზების უმეტესი ნაწილი უკვე გახსნილია.

"მიმდინარეობს ყველა სოფელთან გზის წმენდა. უმეტესი ნაწილი უკვე აღდგენილია და სოფლის ცენტრებთან მისვლის და გადაადგილების პრობლემა მოხსნილია. საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხითაც. ასევე წყალმომარაგების მიმართულებითაც გვაქვს ძალიან სერიოზული შედეგები. 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური. ჩვენთან იმყოფებიან თავდაცვის ძალებიც", - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

 

დღის ამბები