26 აგვისტო 2026,   16:23
ვრცლად
"ამ დრომდე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ფაქტი არ გამოვლენილა" - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებას ავრცელებს დიდთოვლობის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მათი ცნობით, ამ დრომდე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ფაქტი არ გამოვლენილა.

"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სააგენტოს რეგიონული მონიტორინგის ჯგუფები მობილიზებულნი არიან და მუდმივად უკავშირდებიან შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების რისკი. ამ დრომდე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების ფაქტი არ გამოვლენილა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები