26 აგვისტო 2026,   12:39
ვრცლად
პაველ ჰერჩინსკი ბრიუსელს მოუწოდებს ოფიციალური თბილისის მიმართ სანქციები უფრო გაამკაცროს - სახელისუფლებო პარტია კი მის განცხადებას არადიპლომატიურს უწოდებს და მას ელჩის რეალური უფლებამოსილების შესრულებას ურჩევს

პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც პაველ ჰერჩინსკიმ ირიბად მთავრობის დასჯაზე მიუთითა. შალვა პაპუაშვილმა დიპლომატს ვენის კონვენციის კიდევ ერთხელ გადაკითხვა ურჩია და ელჩის საქმიანობის პრინციპები შეახსენა.

ევროკავშირის ელჩმა თქვა ისიც, რომ წუხს, რადგან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირში ერთსულოვნება არ არის.

ჰერჩინსკის ეს განცხადება მთავრობის მეთაურისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ დიპლომატი "დიფ სთეითის" დავალებებით მოქმედებს. პრემიერ-მინისტრმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებული სხვა კომენტარებიც გაიხსენა და დიპლომატიურ ჩარჩოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

დიპლომატის შეფასებებს იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ღიად ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოს სანქცირებასთან დაკავშირებული განსხვავებული აზრი ჰერჩინსკის მსგავსად მათაც აწუხებთ.

სახელისუფლებო პარტია კი დიპლომატის განცხადებას არადიპლომატიურს უწოდებს და პაველ ჰერჩინსკის, ელჩის რეალური უფლებამოსილების შესრულებას ურჩევს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის საკითხზე პანელური დისკუსიის შემდეგ გააკეთა.

დღის ამბები