საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის მიერ გაეროსთვის შეთავაზებულ რეზოლუციას "მარტივსა" და "ისტორიულს" უწოდებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, დოკუმენტი ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება - კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია.
"შეერთებულმა შტატებმა დღეს გაეროს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება: რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია.
აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის", - წერია განცხადებაში.