26 აგვისტო 2026,   18:01
ვრცლად
"არიან ისეთი ენჯეო ორგანიზაციებიც საქართველოში, რომლებიც მართლა კეთილ საქმეს ემსახურებიან" - ლევან მაჭავარიანი

"არიან ისეთი ენჯეო ორგანიზაციებიც საქართველოში, რომლებიც მართლა კეთილ საქმეს ემსახურებიან და ისინი მოყვნენ არანორმალური ბულინგის ქვეშ მსხვილი მდიდარი ენჯეოებისგან, როდესაც დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციებს ექნებათ შსაძლებლობა, მიმართონ იმ უწყებას, რომელიც მთავრობის ქვეშ იქება ჩამოყალიბებული, დაასაბუთონ იმ თანხის საჭიროება, რომელი თანხაც უნდა მოხმარდეს საქართველოში რაიმე კონკრეტულ კეთილ საქმეს და მიიღებენ დაფინანსებას. 

"ძალიან სასარგებლო საქმეა ჩვენი ქვეყნისთვის [გრანტების შესახებ კანონშიუ ცვლილებების მიღება], ვინაიდან, ხაზგასმით ვამბობთ და ყოველთვის ვაცხადებდით, რომ არიან ისეთი ენჯეო ორგანიზაციებიც საქართველოში, რომლებიც მართლა კეთილ საქმეს ემსახურებიან და ისინი მოყვნენ არანორმალური ბულინგის ქვეშ მსხვილი მდიდარი ენჯეოებისგან, როდესაც დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს, რომ ისინი მავნებლობას ემსახურებიან და ამიტომ არ რეგისტრირდებიან. შესაბამისად, ახლა უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ თუ დონორი ორგანიზაცია, იმის გამო, რომ ესენი დარეგისტრირებულები იყვნენ, გადაუკეტავს დაფინანსებას, ისინი მიმართავენ იმ უწყებას, რომელიც მთავრობის ქვეშ იქნება ჩამოყალიბებული, დაასაბუთებენ იმ თანხის საჭიროებას, რომელი თანხაც უნდა მოხმარდეს საქართველოში რაიმე კონკრეტულ კეთილ საქმეს და მიიღებენ ასეთი ტიპის დაფინანსებას,“ - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, პარლამენტმა 80 ხმით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში. გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება საჭიროებისამებრ, გამოსცეს ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

დღის ამბები