26 აგვისტო 2026,   17:56
ვრცლად
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში შეხვედრები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში შეხვედრები დასრულდა. საერთო კრებები, რეგიონის მასშტაბით, ჯამში 500-მდე სოფლის მოსახლეობასთან გაიმართა.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა პროექტები, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობა პრიორიტეტულად მიიჩნევს - ეს ეხება შიდა სასოფლო გზებს, სანიაღვრე არხებს, სასმელ წყალს და სარწყავ სისტემებს, ასევე სპორტულ ინფრასტრუქტურას.

დასკვნით შეხვედრას სიონში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

დღის ამბები