26 აგვისტო 2026,   13:13
ვრცლად
ერთი დღე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე - ამერიკული მხარე უკვე საუდის არაბეთშია

ერთი დღე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე - უკვე საუდის არაბეთშია ამერიკის სახელმწიფო მდივანი. მარკო რუბიოსთან ერთად, ამერიკის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი. უკრაინა მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

რუსულ დელეგაციას "ინვესტიციების ფონდის" ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი უხელმძღვანელებს, მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე, სერგეი უშაკოვი. ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პესკოვმა გაავრცელა.

შუამავლის ფუნქციას საუდის არაბეთი შეასრულებს. "ენ ბი სი", საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ შეერთებული შტატები რუსულ და უკრაინულ მხარეებთან შეხვედრებს მოლაპარაკებების დაწყებამდე ცალ-ცალკე გამართავს.

დღის ამბები