სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში, თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით, ყველა საჭირო კვლევა დაინერგა.
თემასთან დაკავშირებით, შეხვედრა შედგა, სადაც თევზმომშენებელ ფერმერებს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოუდგინეს.
გორში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეც დაესწრო, მონაწილეებმა საქართველოს აკვა-კულტურის პოტენციალის, არსებული ვითარებისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს.