28 აგვისტო 2026,   15:59
ვრცლად
"არ არის ჩემი საქმე, ალეკოს Facebook-პოსტზე კომენტარი გავაკეთო" - თამაზ დათუნაშვილი

არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი - ასე აფასებს მმართველი გუნდი ალეკო ელისაშვილის Facebook-სტატუსს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის ერთობლივი ფოტო. ელისაშვილმა დუბაის მმართველს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დასცინა, მოგვიანებით კი ეს სტატუსი სოციალური ქსელიდან წაშალა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა კი განმარტა, რომ აღნიშნული პოსტი არ უნახავს და ზოგადად, ალეკო ელისაშვილის პოსტის შეფასებისგან თავი შეიკავა.

"არ მინახავს, შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ ალეკოს არ ვკითხავ, არ არის ჩემი საქმე, ალეკოს Facebook-პოსტზე კომენტარი გავაკეთო", - თამაზ დათუნაშვილმა.

დღის ამბები