29 აგვისტო 2026,   04:24
ვრცლად
მესტიისა და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიისა და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათას მგზავრს მოემსახურება, ასევე 50 ათასამდე მგზავრზე იქნება გათვლილი თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალიც.

მესტიის აეროპორტში მშენებლობის ვადა 24 თვე, თელავის აეროპორტში კი 21 თვეა.

"ახალი ტერმინალები გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რეგიონებში შიდა მობილობის გაზრდას", - აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაცხადებაში.

დღის ამბები