28 აგვისტო 2026,   19:28
ვრცლად
ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - სტიქიის გამო, ვალენსიის რეგიონში 1000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ვალენსიის რეგიონში, სტიქიის გამო, 1000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. განადგურებულია 400 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა და ავიაცია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნას მოჰყვა.

დღის ამბები