მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავენ რაჭაში. საზეიმო წირვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მიმდინარეობს.
წირვას ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აღავლენს. წირვას, მრევლთან ერთად, ბარაკონის ეკლესიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.