უკრაინის, ევროპისა და შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ, X-ის საკუთარ გვერდზე წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
"უკრაინის პრეზიდენტთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერთან ჩემი სატელეფონო ზარების შემდეგ გზავნილი ცხადია: უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში", - ვკითხულობთ ტუსკის პოსტში.