"დღეს ჩვენ ვეწვიეთ აბუ-დაბის პორტის ჯგუფს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ლოგისტიკური მოთამაშეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საუბრობს.
მინისტრის თქმით, კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საკონტეინერო მიმართულებით, ისე ზოგადად ე.წ. თხევადი ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით.
"საქართველოში კომპანიას უკვე აქვს დაწყებული ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი ალბათ გულისხმობს უფრო ფართო თანამშრომლობას ლოგისტიკის სხვადასხვა მიმართულებით. კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საკონტეინერო მიმართულებით, ისე ზოგადად ე.წ. თხევადი ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. ასევე, ლოგისტიკური ოპერაციების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ის მულტიფუნქციურობა, რაც კომპანიას ახასიათებს, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა გამოცდილების გაზიარების კუთხით", - ამბობს ლევან დავითაშვილი.