27 აგვისტო 2026,   12:46
ვრცლად
"ფარას" კანონი წარმატებით იცავდა აშშ-ს გარე გავლენებისგან, შესაბამისად, ჩვენი მიზანიც არის ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე გადმოვიტანოთ ეს კანონი ქართულ რეალობაში - გიორგი გაბუნია

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით "ფარას" კანონი წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს გარე გავლენებისგან, შესაბამისად საქართველოშიც ეს კანონი ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე იქნებ მიღებული.

"ფარას" კანონი მოქმედებს ათწლეულებია და ამ კანონს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. ამ კანონმა ამერიკაში წარმატებით იმუშავა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და ვინაიდან, ეს კანონი წარმატებით იცავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს გარე გავლენებისგან, შესაბამისად ჩვენი მიზანიც არის, რომ გადმოვიტანოთ ეს კანონი ერთი-ერთში ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე ქართულ რეალობაში", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

დღის ამბები